...რ აუწყებს, რომელიც ამის გამო ელოდათ: „განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის" (). ისინი, ამბობს, ყველგან გაიფანტებიან, რათა ყველასთვის ცნობილი იყოს, რომ ეს თავიანთი თავხედი საქციელის სასჯელად დაითმინეს. „იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი" (). იუდას მიცემული კურთხევა საიდუმლოებითია: იგი ყველაფერს წინასწარმეტყველებდა, რაც ქრისტეს ეხებოდა. „იუდა, — ამბობს, — შენ გაქებდედ ძმანი შენნი". რადგან ღვთის განგებულებით მას ამ ტომიდან უნდა ეშვა, სულიწმიდით აღძრული იუდასადმი მიმართულ სიტყვებში წინასწარმეტყველებს არა მხოლოდ უფლის ადამიანთა შორის მოსვლას, არამედ ხორცშესხმის საიდუმლოსაც, ჯვარსაც და დაფლვასაც, და აღდგომასაც, ერთი სიტყვით: ყველაფერს. „იუდა, — ამბობს, — შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი", ამით იმ დამორჩილებაზე მიუთითებს, რომელსაც გამოიჩენენ. „ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ"; მის სამეფოს წინასწარმეტყველებს, რადგან წმიდა წერილში ამ ცხოველის — ლომის — ხატით ჩვეულებრივ სამეფო თვითმპყრობელობა გამოისახება. **„მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე...
დაბადება 49:8
7. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!8. იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
დაბადება თავი 49