...ილებაზე მიუთითებს, რომელსაც გამოიჩენენ. „ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ"; მის სამეფოს წინასწარმეტყველებს, რადგან წმიდა წერილში ამ ცხოველის — ლომის — ხატით ჩვეულებრივ სამეფო თვითმპყრობელობა გამოისახება. „მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?" (). აქ ჯვარი და მისი დაფლვა იგულისხმება. „ვინმე აღადგინოს იგი?" როგორც მძინარე ლომს ან ლომის ლეკვს არავინ გაბედავს აღვიძებას, ასე, ამბობს, „მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?" თავადვე ბრძანა: „ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა" ().
შემდეგ იაკობი ნათლად მიუთითებს დროსაც, როცა ღვთის განგებულებით ქრისტეს უნდა გამოცხადებულიყო. „არა მოაკლდეს, — ამბობს, — მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა" (). მანამდე, ამბობს, იუდეური წესწყობილება და იუდეველთა მთავრები გაგრძელდება, ვიდრე ის მოვა. და კარგად თქვა იაკობმა: „ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს", ე...