მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:7

6. მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.7. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!8. იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
დაბადება თავი 49
7. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმეონისა და ლევის განსჯა და იუდას წინასწარმეტყველება (49:5-11):

აი, როგორ სულისგან მონიჭებული განსჯით, მოსეს მომავალ კანონმდებლობას უსწრებს — კერძოდ, იმას, რომ მამასა და ძეს ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება არ ეთვისება — და უკვე ამით კრძალავს, თავის ძეზე განსჯას გამოტანს რა. შენ შეაგინე, ამბობს, სარეცელი, მამის საწოლზე ახვედი: ურჯულო საქმე ჩაიდინე. იმისთვის, რომ ასე შეურაცხმყავი, შენ, „ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები". უნაყოფო იქნება შენთვის ეს ხელყოფა, რადგან შენ, მამისადმიც კი არანაირი პატივისცემა რომ არ გქონდა, საწოლის შეგინება გაგიბედია. ხოლო შემდეგმა თაობებმა რომ მსგავსი საქმეები აარიდონ თავს, სულიწმიდის განგებულებით ეს განსჯა წერილობით დაიხატა, ისე, რომ ყველა, ვინც ამას მოისმენს, გონს მოვიდეს და ნათლად დაინახოს, რომ ბუნებისგან მონიჭებული უპირატესობებიდან არანაირი სარგებელი არაა, თუ ნებისყოფის შესატყვისი საქმეები მათ არ ახლავს. შემდეგ, ეს სამარცხვინო საქციელი საკმარისად რომ ამხილა, სიმეონსა და ლევიზე გადადის. „სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა" (). მოშურნეობამ, რომელიც თავიანთი დისთვის გამოიჩინეს, ისინი უსამართლობამდე...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ი და ლევი მოიხმო და მათზე მოსახდენს წინასწარ აუწყებდა, ასე ამბობდა: „სჳმეონ და ლევი ძმათა“ (); და მათი ურჯულოება და სიქემელთა წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლო ხოცვა რომ დაადანაშაულა, შემდეგ ამბობს: „განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის“ (). მაგრამ ამას ლევისა და სიმეონის პიროვნებებზე აღსრულებულს ვერავინ დაინახავდა; იგი მათგან წარმოშობილ ტომებზე აღსრულდა. რადგან ლევის ტომი მართლაც გაიფანტა, რადგან თითოეულ ტომს მისი მეათედი ნაწილი ჰქონდა. ასევე სიმეონის ტომმაც თითქმის იგივე განიცადა: იგი წილის მიხედვით ყველა ტომს გასწვდა და, სხვა ტომების მსგავსად, ერთიანად შეერთებული და თავის თავში შეკრული სამკვიდრებელი არ მიუღია. იაკობმაც, რომელმაც მამისგან კურთხევები მიიღო, თვითონ არც ერთი მათგანით არ ისარგებლა.

რადგან მამა მას დიდ სიუხვესა და ესავზე უწყვეტ ბატონობას წინასწარ ეუბნებოდა; იაკობს კი აუცილებელიც აკლდა, მსახურებით ირჩენდა თავს და იმდენად შორს იყო ძმაზე გამარჯვებისგან, რომ თვით უკ...

სრულად ნახვა