მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 5:1

1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
დაბადება თავი 5
1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. საღვთო წერილის ფარული საუნჯე (5:1-2):

...წვდომელნი შევიქნეთ. მაშ, დღეს წაკითხული სიტყვები რომ წარმოგთავაზოთ, გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანი, რათა ჩვეულ შეგონებას მიღებულნი სახლში დაბრუნდეთ. „ესე წიგნი, — ნათქვამია, — შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა. შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი" (). ყურადღება მიაქციე ამ საკვირველი წინასწარმეტყველის სიბრძნეს, ანდა, უფრო სწორად, სულიწმიდის სწავლებას, რადგან მისი შთაგონებით მოგვითხრობს ის ყოველივეს; მან თავისი ენა მისცა, ხოლო მისი მეშვეობით უკვე სულიწმიდის მადლმმა ნათლად ასწავლა ყოველივე ჩვენს მოდგმას. მაშ, შეხედე, როგორ მიაქცია სიტყვა დასაწყისისკენ და თითქოს თხრობას თავიდან იწყებს. რისთვის და რატომ? ის ხედავდა, რომ მაშინ მცხოვრებნი დიდ უმადურობას იჩენდნენ ღვთის წინაშე და პირველქმნილის ბედით არ შეგონებულნი, ბოროტების უფსკრულში ჩაიგდნენ: ადამის ძემ მაშინვე, შურით აღძრულმა, ძმის მკვლელობა ჩაიდინა, რის გამოც იმ საშინელ სასჯელს დაექვემდებარა, რაზეც ადრე მოგახსენეთ, საყვარელნო; მისმა (კაენის) შთამომავლებმა კი მისი სასჯელითაც არ შეიგონეს და კიდევ უფრო დიდ ცოდვებში ჩავარდნენ, როგორც გუშინ გსმენიათ ლამექის შესახებ, რომელიც თავის ცოლებს ცოდვას მოუთხრობდა და თავისთავს სასჯელს განუსაზ...

სრულად ნახვა