შეხედე, როგორ აქ ყოველი სიტყვა ცოდვათა სიმრავლეზე მიუთითებს. ზოგადად რომ თქვა: „განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა", წერილმა დაუმატა: „და ყოველი". მრავლისმეტყველია ეს სიტყვა. არა მხოლოდ ახალგაზრდა სცოდავს, არამედ მოხუციც მსგავსს აკეთებს; არა მხოლოდ კაცი, არამედ დედაკაციც; არა მხოლოდ მონა, არამედ თავისუფალიც; არა მხოლოდ მდიდარი, არამედ ღარიბიც. სიტყვა „გონებს"-იც მრავლისმეტყველია. ისინი, ესე იგი, ამას აკეთებენ. არა შემთხვევით, არამედ გულში განიზრახავენ, ყოველ ჟამს ამისკენ მიისწრაფიან და განზრახ ზრუნავენ ამაზე, — არა ისე, რომ ერთხელ ან ორჯერ, უბრალოდ და შემთხვევით ცოდვამ მოიზიდა და მერე მიატოვეს უღმრთოება, არამედ მოსწრაფებით ვარჯიშობენ მასში და ბოროტს აკეთებენ; ესე იგი, ცოდვა მათ მიერ დიდი გულმოდგინებით აღესრულება, არა გვერდის ავლით, არა დაუდევრად და არა მცირე ხნით, არამედ ყოველ დღეს, მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავ უღმრთოების გაძლიერებას? ხედავ, როგორ გახადეს ეს თავიანთ საქმიანობად, მოსწრაფებით ყოველგვარ ბოროტებას აღასრულებდნენ და ყოველი ასაკი ნებით ბოროტის საკეთებლად მიისწრაფოდა? „ყოველი", — ამბობს...
დაბადება 6:7
6. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.7. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
დაბადება თავი 6