...დგმა სრულად ისპობა და ჩვენი ბუნება ფესვიანად იძირკვება, — პირიქით, ვიცოდეთ, რამდენად დიდი ბოროტებაა ცოდვა და რამდენად დიდი სიკეთეა სათნოება, და, რომ „უმჯობეს არს ერთი მართალი, ვიდრე ათასნი ცოდვილნი" (), — წერილი ამბობს: „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (). თუ, ამბობს, მთელი სიმრავლე (ადამიანთა) ასეთ დიდ უღმრთოებაში ჩავარდა, ეს მართალი სათნოების ნაპერწკალს ინახავდა, ამავე დროს მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ამ ადამიანს უქადაგებდა და ურჩევდა უღმრთოებისგან განრიდებას, საკუთარ თავსაც მათი სიბილწისგან თავისუფლად ინახავდა. და როგორც ისინი ბოროტი საქმეებით კაცთმოყვარე ღმერთის რისხვას იწვევდნენ, ასევე ეს, სათნოება რომ შეიყვარა, „პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა". „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა" (); ასეთ სიმრავლეში ერთს რომ იპოვნის მისი სათნოების აღმასრულებელს, არ უგულებელყოფს, არამედ თავის მზრუნველობას ღირსად მიიჩნევს და მით უფრო დიდ ყურადღებას აჩვენებს მის მიმართ, რაც მეტად ის, ასეთ მრავალ უღმრთოებისკენ მზიდავთა შორის, სათნოების გზით მიდის.
6. ანგარების მხილება და სათნოებისკენ შეგონება
ამის მცოდნენი, მხოლოდ ის გვქონდეს მხედ...