მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 7:3

2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
დაბადება თავი 7
3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. წმიდა და არაწმიდა ცხოველთა განსხვავება (6:19-7:3):

...ნებ „შვიდ-შვიდი" შეიყვანო (). რადგანაც ადრე ბრძანა, ყველა ცხოველისგან უგამორჩევლად თითო წყვილი შეეყვანა, ახლა ამბობს: „წმიდათა შვიდ-შვიდი, არაწმიდათა ორ-ორი, მამალი და დედალი". შემდეგ, ამის მიზეზის საჩვენებლად, დაუმატა: „დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა" (). აქ ადგილობრივია ვიკითხოთ და განვიხილოთ, საიდან შეიტყო მართალმა, რომელი ცხოველი იყო წმიდა და რომელი არაწმიდა? მაშინ ხომ ჯერ არ არსებობდა ის განყოფა, რომელიც მოსემ მოგვიანებით იუდეველთათვის შემოიღო. მაშ, როგორ შეიტყო ნოემ? თავისით, ბუნებაში ჩადებულ მოძღვრებაზე დაყრდნობით; და მისი გონებაც ამაში ერკვეოდა. რა თქმა უნდა, ღვთის ქმნილებებს შორის არცერთი არ არის არაწმიდა. მართლაც, როგორ შეიძლება რომელიმე ქმნილების არაწმიდად მოხსენიება, როცა მათ შესახებ ერთხელ ზეგარდმო განჩინება ითქვა და საღვთო წერილმა თქვა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად" ()? მაგრამ თავად ბუნებამ (ადამიანურმა) თავისთავად ეს განსხვავება გააკეთა. და, რომ ეს სამართლიანია, იფიქრე, როგორ დღესაც ზოგიერთ ადგილას ზოგნი რაღაცებისგან თავს იკავებენ, როგორც არაწმიდა და აკრძალულისგან, სხვები კი, პირი...

სრულად ნახვა