აი, ამიტომ ნეტარი პავლე წინადაცვეთას ნიშანს უწოდებს და ამბობს: "და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად" (). ხოლო, რომ იგი არავითარად არ ემსახურება განმართლებას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმენისთვის. ასე უძველესი დროიდან და თავიდანვე...
დაბადება 8:22
21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.22. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
დაბადება თავი 8