მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 9:26

25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!
დაბადება თავი 9
26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნოეს წინასწარმეტყველური კურთხევანი (9:26-27):

თუმცა, ყურადღებიანი თუ ვიქნებით, ეს ყველაფერი, რაც ჩვენი წინაპრების ცოდვებისთვის გამოჩნდა ცხოვრებაში, ვერაფერს დაგვაკლებს და მხოლოდ სახელწოდებად დარჩება. ასე, პირველი ადამიანი ურჩობისთვის სიკვდილის განაჩენს დაექვემდებარა და მწუხარებითა და შრომით ცხოვრებას დაუდო დასაბამი, ხოლო ქამმა მონობა შემოიღო. მაგრამ (დედამიწაზე) მოსულმა უფალმა ქრისტემ მოახდინა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სახელწოდებაღა იქნება, თუ ჩვენ ვისურვებთ. მართლაც, ახლა უკვე სიკვდილი სიკვდილი არ არის, არამედ მხოლოდ სიკვდილის სახელს ატარებს, უფრო სწორად, მისი სახელწოდებაც კი გაუქმებულია: ჩვენ მას სიკვდილს აღარ ვუწოდებთ, არამედ მოსვენებასა და ძილს. ასე თავად ქრისტემ თქვა: «ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა» (); და პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: «ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს» (). ასევე მონობაც ახლა მხოლოდ სახელია: მონა ის არის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო, რომ ქრისტემ, დედამიწაზე მოსულმა, ესეც (მონობა) გააუქმა და მხოლოდ სახელი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის