მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 7:9

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
დანიელი თავი 7
9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მტრობის მოთმინება და ღვთის რისხვა:

...ცეა ნაგულისხმევი, აქ კი — სასჯელის მიმგებლობა და განმლეველი ძალა. ზოგჯერ კი ჯდომა განკითხვის მნიშვნელობასაც გამოხატავს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ (); და დანიელი: „საყდარნი დაიდგნეს“ () და „წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ ().

არის სამეფო მნიშვნელობაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქედანვე ჩანს, რომ „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ () თანასწორ პატივს აჩვენებს. და რას ნიშნავს „რისხვითა შენითა“ ()? ესეც კვლავ ღვთისშესაფერისად უნდა გავიგოთ. რადგან ღმერთის რისხვა ვნება კი არ არის, არამედ დასჯა და სასჯელი....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...საყდარზე ჯდომა მუდამ სამსჯავროს სიმბოლოა, როგორც დავითი ამბობს: „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ (). და დანიელიც: „საყდარნი დაიდგნეს“ და „დაჯდა სამსჯავრო“ (). ხოლო თვით უბრალოდ ჯდომა, წინასწარმეტყველის თქმით, სხვა რამის სიმბოლოა. კერძოდ, რისი? მტკიცის, მუდმივის, დამყარებულის, უცვალებლის, დაუსრულებლის, უსაზღვრო სიცოცხლისა. ამიტომ ამბობს: „რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ“ (). შენ, ამბობს იგი, ჰგიე, არსებობ, ცოცხლობ და მარად იმავე ხარ. ხოლო რომ იგი სავარძელზე არ ლაპარაკობდა, ეს დაპირისპირებამ ცხადყო. რადგან არ უთქვამს: „ჩვენ მდგომარენი“, არამედ: „წარწყმედილნი“. ხოლო საყდარზე ჯდომა განკითხვას ნიშნავს....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ხილა რაჲ დიდებაჲ მისი, და იტყოდა მისთჳს“. ანუ ეზეკიელისთჳს რაჲ ვთქუათ, რამეთუ მანცა ქერობინთა ზედა მჯდომარე იხილა? ანუ დანიელისთჳს რაჲ გულისხმა-ვყოთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ძუელი დღეთაჲ მჯდომარე იყო“? და კუალად მოსესთჳს რაჲ მოვიგონოთ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „მიჩუენე დიდებაჲ შენი“? ხოლო იაკობ წოდებაჲცა სახელისაჲ ამისგან მიიღო, რამეთუ ისრაჱლ ეწოდა, რომელ არს „მხილველი ღმრთისაჲ“, (შდრ. დაბ. 32, 28-31) და სხუათაცა მრავალთა იხილეს იგი. ვითარ უკუე იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“? არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ იგი ყოველნივე განგებულებით ქმნილ იყვნეს, და არა თუ ბუნებითი არსებაჲ მისი უხილავს ვის, არამედ თითოსახენი ხილვანი იყვნეს განგებულებითნი.

რამეთუ უკუეთუმცა ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეხილვა მათ, არამცა თჳთოეულსა სხუად-სხუად სახედ ეწოდა, რამეთუ იგი ბუნებაჲ მარტივი არს, გამოუსახველი და შეურევნელი და შემოუწერელი, და არა ზის, არცა დგას, არცა ვალს, და რამეთუ ესე ყოველი გუამთა მათ ნივთიერთაჲ არს. ხოლო იგი ვითარ-მე არს? ვითარცა მან მხოლომან უწყის. და ამას მ...

სრულად ნახვა