თარგმანი: ბრწყინვალებაჲ არს დიდებისაჲ, რამეთუ მისგან არს უვნებელად გამოსრული, ვითარცა ბრწყანვალებაჲ მზისაგან უვნებელად გამოვალს და არარაჲ დააკლდების მას, რამეთუ განუშორებელ არს მისგან, ვითარცა ნათელი მზისაჲ მზისაგან.
ებრაელთა მიმართ 1:3
2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,4. ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი.
ებრაელთა მიმართ თავი 1