...დებს მათ, ვინც რჯულის გარეშე სწორად მოქმედებენ? იხილე კვლავაც, როგორ აჩვენებს, რომ მადლში მყოფი შემცოდენი რჯულში შემცოდეებზე უფრო დიდი სასჯელის ღირსნი არიან, როცა ასე ამბობს: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების“ (); „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? და კვლავ, როცა აჩვენებს, რომ რჯულამდე მცხოვრებნი რჯულში დამრღვევებზე ნაკლები სასჯელის ღირსნი არიან, ამბობს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“ (); ესე იგი, უფრო მსუბუქად, რადგან ბრალმდებლად რჯული კი არა, მხოლოდ ბუნება აქვთ; „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (); ესე იგი, უფრო მძიმედ, რადგან ბუნებასთან ერთად ბრალმდებლად რჯულიც აქვთ. „გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი“ ()....
ებრაელთა მიმართ 10:28
27. არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.28. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
ებრაელთა მიმართ თავი 10