თარგმანი: ძესა ღმრთისასა იგი შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა აქუნდენ საიდუმლონი მისნი და იქმოდისცოდვასა, რამეთუ ვართ ჩუენ გუამ ქრისტესა. რაჟამს გუამი ქრისტესი მივსცეთ ეშმაკსა, მაშინ შეურაცხ-ვჰყოფთ მას.
ებრაელთა მიმართ 10:29
28. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?30. რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.
ებრაელთა მიმართ თავი 10