მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:17

16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებული, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.
ებრაელთა მიმართ თავი 11
17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებული, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21):

...მაგრამ განზრახვით, — მოსემ ამით დაასრულა თხრობა მის შესახებ. ახლა კი იმას გვიყვება, რაც ისაკს შეეხება — შეწირულსა და შეუწირავს, — ასე ჰგავდა ეს მოვლენა იგავს. მოისმინე, მართლაც, რას ამბობს პავლე: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო" (). შემდეგ კი, რათა ზედმიწევნით შევიტყოთ, თუ როგორ აღასრულა ეს ყოველივე მამამთავარმა რწმენითა და როგორ არ შეძრწუნდა სულით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიცემული ბრძანება აღთქმის საწინააღმდეგო იყო, მოციქული ამბობს: „რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი" (). რას ნიშნავს „იგავით მოიყვანა"? ნიშნავს იმას, რომ ძე მსხვერპლად შესწირა და მტკიცე განზრახვა გამოავლინა, თავადაც გვირგვინის ღირსი გახდა და ძეც უკან დაიბრუნა, ხოლო მსხვერპლი ვერძის შეწირვით აღესრულა. ამ ყოველივეში ღმერთმა თავისი კაცთმოყვარეობის უპირატესობა გამოაჩინა და აჩვენა, რომ ეს ბრძანება არა ისაკის სიკვდილის სურვილით მისცა, არამედ მართლის მორჩილების გამოსაცდელად. ამრიგად, ვნახეთ მამამთავრის სათნოება, რომელიც ყოველ საქმეში ბრწყინავდა. ახლა ისაკის შესახებ თხრობას გადავხედავთ და ვნახავთ, როგორ ამჟღავნებდა იგიც ყველაფერში ღვთისმ...

სრულად ნახვა