...მ ამჟამინდელ ცხოვრებაში მწირები ვართ.
ამიტომ ძველებიც ამას აღიარებდნენ და სწორედ ამის გამო იყვნენ განსაკუთრებით საკვირველნი. ამასვე ცხადყოფდა პავლეც, როცა წერდა: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად“ (). რომელი მიზეზით, მითხარი? იმით, რომ „აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა“ (). ეს არის ყოველი სათნოების ფესვი და საფუძველი. რადგან ვინც ამქვეყნიურს უცხოდ ეკიდება, ზეციურის მოქალაქე იქნება. ვინც ამქვეყნიურს უცხოდ ეკიდება, იგი ამჟამინდელს არ მიეჯაჭვება: არც სახლზე იზრუნებს, არც ფულზე, არც საზრდოზე და არც სხვა მსგავს რამეზე. როგორც უცხო ქვეყანაში მცხოვრებნი ყველაფერს აკეთებენ და ყოველ საქმეს სამშობლოში დაბრუნებისთვის წარმართავენ, ყოველდღე კი იმ დღის ხილვას ჩქარობენ, რომელიც მათ სამშობლოში მიიყვანს, ასევე მომავალ სიკეთეთა მოყვარულიც არც ახლანდელი მწუხარებებით დამდაბლდება და არც კეთილდღეობით აღიმაღლებს თავს,...