...მენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ"** (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმენისთვის. ასე უძველესი დროიდან და თავიდანვე ადამიანის მოდგმა რწმენით იხსნებოდა. ამიტომაც კაცთმოყვარმა უფალმა ნება დართო, მასთვის შეწირულიყო მსხვერპლი, რათა მათი მეშვეობით ადამიანებს, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად სრულყოფილნი იყვნენ, შეძლებოდათ ღვთისადმი მადლობის გამოხატვაც და კერპთმსახურების სენისგან თავის არიდებაც. მართლაც, თუ ამ შეწყნარების შემდეგაც მრავალმა ვერ აიცდინა დაცემა, ვინ თავიდან აიცილებდა დამღუპველ ცთომილებას, ამგვარი შეწყნარება რომ არ ყოფილიყო? "და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ". მაგრამ ასე არ (მოექცა) უმადურ იუდეველებს. როგორ? მოისმინე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: "საკმეველი საძაგელ არს ჩემდა" (
ებრაელთა მიმართ 11:4
3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.
ებრაელთა მიმართ თავი 11