..., მთელ მსოფლიოში განივრცო. თუ კი გსურს ნათქვამი ამაღლებული აზრით გაიგო, მოისმინე პავლეს სიტყვა: „არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა“ (), „და ეკლესიასა პირმშოთასა“ (). „კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით“ (). კვერთხი ხან დამსჯელიც არის და კეთილისმყოფელიც, ხან კი ნუგეშისმცემელი და მეფობის სიმბოლო. და რომ იგი ორივეა, მოისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე“ (). და კვლავ: „ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი“ ().
და პავლეც ამბობს: „რაჲ გნებავს?“ (). **„...