...გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ებრაელთა მიმართ 13:2
1. ძმური სიყვარული ეგოს.2. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია.3. გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.
ებრაელთა მიმართ თავი 13