...1 ტიმ 3:2). ამით იგი კანონს კი არ ადგენს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობას ზღუდავს; რადგან იუდეველთა შორის ნებადართული იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ (). ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს. „უბრალო“. „უბრალო“ რომ თქვა, ამით მთელი სათნოება მოიცვა. ამიტომ, თუ ვინმემ თავის თავში რაიმე შეცოდებები იცის, კარგად არ იქცევა, როცა იმ საქმეს მიელტვის, საიდანაც თავისი საქმეებით თვითონვე განდევნა თავი; ასეთ კაცს წინამძღვრობა კი არა, მორჩილება მართებს. რადგან წინამძღოლი ყოველ ლამპარზე უფრო ბრწყინვალე უნდა იყოს და შეუბღალავი ცხოვრება ჰქონდეს, ისე რომ ყველანი მას შეჰყურებდნენ და საკუთარ ცხოვრებას მისი ცხოვრების მიხედვით აყალიბებდნენ. ამ ვრცელ შეგონებას კი პავლე უბრალოდ როდი მიმართავს: ტიმოთეც აპირებდა ე...
ებრაელთა მიმართ 13:4
3. გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.4. ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.5. ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
ებრაელთა მიმართ თავი 13