...და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ, მას შემდეგაც, რაც იგი ამგვარად შეამკო, თავისი დიდების საჩვენებლად არ მოვიდა, რათა სილამაზის სიჭარბით არ განეცვიფრებინა იგი და გონს არ აერია; არამედ მოვიდა იმ სამოსლით შემოსილი, როგორიც სძალს ჰქონდა, რადგან „ეზიარა ჴორცითა და სისხლითა“ () მის მსგავსად; მას ზემოთ კი არ უხმობს, არამედ თვითონ მიდის მასთან, აქაც სიძის იმ წესს იცავს, რომელიც სიძეს სძალთან მიჰყავს. ამასვე ამბობდა მოსეც: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა“ (). და პავლეც: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა“ (). მაშ, როცა მის სადგომში მოვიდა და იგი ბინძური, გამოფიტული, შიშველი და სისხლით მოსვრილი იპოვა, განბანა, სცხო, გამოკვება და ისეთი სამოსლით შემოსა, რომლის მსგავსიც სხვაგან ვერ მოიძებნება. თავად გახდა მისი სამოსელი და, იგი რომ აიყვანა, ამგვარად აღამაღლებს....
ებრაელთა მიმართ 2:14
13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“.14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა.
ებრაელთა მიმართ თავი 2