მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 7:2

1. კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა - გაჩენის დღეს.2. ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს.3. მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული.
ეკლესიასტე თავი 7
2. ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ხშირად ფულის მისაცემად წასულს მთელი სული მიგიცია, შეპყრობილხარ, მისი თანატყვე გამხდარხარ და მასთან ერთად სოფლისგან გაუცხოებულხარ. დიდი საქმეა გლახაკთა ხილვაც. ამბობს: „ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას" ()1.

აქედან სული აალდება. რადგან თუ შენც გაქვს განცხრომის საშუალება, მფლანგველობისკენ წაქეზებას მიიღებ; ხოლო თუ არ გაქვს, მწუხარებას შეიწყნარებ. გლოვის სახლში კი ასეთი არაფერია; თუნდაც განცხრომის საშუალება არ გქონდეს, არ დაგტკივდება გული, ხოლო თუნდაც გქონდეს, ის დაგაოკებს. მართლაც, მონასტრები გლოვის სახლებია: იქ არის ჯვალო და ნაცარი, იქ არის განმარტოება, იქ არ არის სიცილი და არც ყოფითი საქმეების სიმრავლე, იქ არის მარხვა, იქ არის მიწაზე წოლა; ყოველივე სუფთაა ქონის სუნისაგან, სისხლისაგან, ხმაურისაგან, შფოთისა და ხალხმრავლობისაგან. იგი მშვიდი ნავსადგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:

...აშჯელი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ და სიყუარული საწუთროჲსაჲ და გულისხმა-ჰყო, ვითარმედ უკუეთუ კაცთა მიერ ესევითარნი შიშნი და ტანჯვანი და საშჯელნი არიან, რაჲ-მე ყოფად არს წინაშე ღმრთისა? ამისთჳსცა ბრძენი იგი იტყოდა: „კეთილ არს შესლვაჲ სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიცილისასა“. და რაჟამს ესრეთ იყოფოდი, მას საუკუნესა გესმნენ სიტყუანი იგი ნეტარებისანი.

ამისთჳს უკუე, ძმანო, ნუმცა უდებ ვიქმნებით კეთილისა მიმართ, არამედ მივიდოდით და ნუგეშინის-ვსცემდეთ ჭირვეულთა, მყოფთა საპყრობილეთა შინა; ხოლო უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: არა თუ საპყრობილესა შინა კაცნი საღმრთონი არიან, არამედ კაცისმკლველნი და ავაზაკნი და მპარავნი, არამედ ჩუენდა არა თუ ბრძანებულ არს, რაჲთა კეთილნი გუეწყალოდიან და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ, რამეთუ იტყჳს უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თჳსსა ცოდვილთა ზედა და მართალთა“. ; და შენცა უკუე ნუ ხარ უწყალოჲ მსაჯული, არამედ გულისხმა-ყავ, რამე-თუ ჩუენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემძლებელ არიან ჯოჯოხეთს მიყვანებად ჩუენდა, რამეთუ ძმათადაცა „ცოფ“ გ...

სრულად ნახვა