...ხშირად ფულის მისაცემად წასულს მთელი სული მიგიცია, შეპყრობილხარ, მისი თანატყვე გამხდარხარ და მასთან ერთად სოფლისგან გაუცხოებულხარ. დიდი საქმეა გლახაკთა ხილვაც. ამბობს: „ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას" ()1.
აქედან სული აალდება. რადგან თუ შენც გაქვს განცხრომის საშუალება, მფლანგველობისკენ წაქეზებას მიიღებ; ხოლო თუ არ გაქვს, მწუხარებას შეიწყნარებ. გლოვის სახლში კი ასეთი არაფერია; თუნდაც განცხრომის საშუალება არ გქონდეს, არ დაგტკივდება გული, ხოლო თუნდაც გქონდეს, ის დაგაოკებს. მართლაც, მონასტრები გლოვის სახლებია: იქ არის ჯვალო და ნაცარი, იქ არის განმარტოება, იქ არ არის სიცილი და არც ყოფითი საქმეების სიმრავლე, იქ არის მარხვა, იქ არის მიწაზე წოლა; ყოველივე სუფთაა ქონის სუნისაგან, სისხლისაგან, ხმაურისაგან, შფოთისა და ხალხმრავლობისაგან. იგი მშვიდი ნავსადგ...