თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲთა ღმერთმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, მამამან დიდებისამან; რამეთუ ესე სიტყუაჲ მისვე ერთისა გუამისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა თქუა მოციქულმან, რაჲთა ვიცნნეთ მის შორის მყოფნი იგი ორნი ბუნებანი. ამისთჳს ბუნებასა ღმრთეებისასა ღმრთად ჴორცთა ბუნებისა მის იტყჳს, რომელ ჩუენგან შეისხნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან. ხოლო მამად დიდებისა უწოდს, ვითარ-იგი კუალად სხუასა ადგილსა თქუა "უფალი დიდებისაჲ" (), რაჲთა საცნაურ ყოს, ვითარმედ ღმრთეებისაგან აქუნდა დიდებაჲ იგი ჴორცთა მათ საუფლოთა, რამეთუ ღმრთეებაჲ კაცებასა მისცემდა თჳსისა დიდებისაგან, ხოლო თჳთ არა მიიღებდა მისისა უძლურებისაგან. ვინაჲთგან უკუე ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, რაჲთა, ვითარიცა იყოს პირი წინამდებარისა ქველისსაქმისაჲ, მის გამო სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი იტყჳან: "ღმერთი მშჳდობისაჲ" და "ღმერთი ძალთაჲ" და "ღმერთი წყალობათაჲ", თითოეულსა —ჟამსა თჳსსა; ეგრეთვე აწ "მამად დიდებისად" უწოდს მოციქული უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, წინამდებარისა ამის ქველისმოქმედებისაგან, რამეთუ ესოდენი დიდებაჲ...
ეფესელთა მიმართ 1:17
16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
ეფესელთა მიმართ თავი 1