თარგმანი: უხილავისა ღმრთისა მხედველ უხილავნივე საჴმარ არიან თუალნი გულისანი, რომელ არს გონებაჲ განწმედილი და მხედველი უხილავთაჲ, რაჟამს ღმერთმან განუნათლნეს ყოველნი გზანი გულისჴმისყოფისა მისისანი; და ესევითარი იგი კაცი არარას იჭუეულ არს ღმრთისათჳს, რამეთუ რაჲმცა შეუძლებელ იყო საღმრთოჲსაგან ბუნებისა! ხოლო ამას მეცნიერებასა ვერ-ვინაჲ მიიწევის თჳნიერ სულისა წმიდისა, რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა, და თჳნიერ მისსა შეუძლებელ არს რაოდენცა რაჲმე ცნობაჲ ღმრთისაჲ.
ეფესელთა მიმართ 1:18
17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
ეფესელთა მიმართ თავი 1