თარგმანი: ვინაჲთგან უხილავთა კეთილთა და დიდთა საქმეთათჳს წარმოთქუა, აწ ხილულითა სახითა სარწმუნო ჰყოფს მას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ ამასვე სოფელსა ესოდენ გარდაჰმატა სიმდიდრე ძლიერებისა თჳსისაჲ, რომელ ჩუენ წარმართთა პირუტყული და მჴეცებრივი ცნობაჲ მოაქცია სარწმუნოებად მისსა და ზეცისასა მზრახვალ მყვნა, რაჲ საკჳრველ არს მისგან მერმესა მას ყოფადი იგი ჩუენ ზედა სიმდიდრე ნიჭთა მისთაჲ!
ეფესელთა მიმართ 1:19
18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,20. რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
ეფესელთა მიმართ თავი 1