მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:9

8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,
ეფესელთა მიმართ თავი 1
9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა (1,9).:

თარგმანი: რაჲმცა იყო უღრმეს ამის საიდუმლოჲსა, რაჟამს ძე თჳსი მისცეს საჴსრად მტერთა და განდგომილთა, მამამან, რომელმან სათნო-იყო ჯუარცუმითა ძისაჲთა ცხორებაჲ კაცთაჲ, და ამისი განზრახვაჲ პირველ საუკუნეთა განჩინებული მას შინა, ესე იგი არს, რაჲ-იგი აქუნდა საიდუმლოდ თავსა შინა თჳსსა პირველ საუკუნეთა და ვიდრე მოაქამდე, ესე აწ განმიცხადა ჩუენ, ვითარმედ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ ეგულების მას დასუმად მარჯუენით თჳსსა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი (1,9).:

თარგმანი: საიდუმლოჲ ესე, ვითარმედ კაცი ზეცად აღიყვანოს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის