მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:16

15. რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
ეფესელთა მიმართ თავი 2
16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა; ჯუარისა მიერ მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა (2,16).:

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ პირველ ამისსა ზოგად ორნივე განშორებულ და მტერ ღმრთისა იყვნეს — ჰურიანი და წარმართნი, რომელნი-იგი ერთითა მით გუამითა ღმრთეებისა და კაცებისაგან შეზავებულითა ქრისტესითა საკუთარ იქმნნეს ღმრთისა, რაჟამს ჴორცთა მათ მიერ, რომელნი შეისხნა სიტყუამან, კაცებაჲ შეეზავა ღმერთსა; ხოლო ჯუარცუმითა ქრისტესითა მოიკლა მტერობისა მიზეზი — ცოდვაჲ, რაჟამს ვერ პოვა ადგილი საქმედ რაჲსამე ჴორცთა შინა უფლისათა. ამისთჳს მას შინა მოიკლა, რომელ არს გუამი სამეუფოჲ. გარნა შენ, გესმოდის რაჲ სიკუდილი ცოდვისაჲ, ნუ გიკჳრს თუ ვითარ აწ ვცოდავთ, რამეთუ მან პირველ ქმნულნი ცოდვანი ჩუენნი მოსწყჳდნა ჩუენ შორის, ჯუარცუმისსახითა ამით ნათლისღებითა; არამედ ჩუენ შემდგომად ნათლისღებისა კუალად განვაცხოველებთ მის მიერ მოკუდინებულსა მას ცოდვასა, კუალად ნივთებითა და მოქმედებითა მისითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის