მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:17

16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.
ეფესელთა მიმართ თავი 2
17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა (2,17).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ მონათაგანი მოავლინა, არამედ თჳთ უფალი და მეუფჱ ყოველთაჲ იქმნა მახარებელ და ქადაგ მშჳდობისა, შორიელთა მიმართ წარმართთა და მახლობელთა ჰურიათა. მათ შორიელ ერქუმის, რამეთუ პირველ არა თხრობილ იყო მათდა ქადაგებაჲ ესე, ხოლო ამათ — მახლობელ, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინა-განსწავლულ იყვნეს საიდუმლოსა ქრისტეს მიერისა გამოჴსნისასა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მშჳდობაჲ შორიელთა და მშვიდობაჲ მახლობელთა (2,17).:

თარგმანი: შორიელად წარმართთა უწესს და მახლობელად ჰურიათა, რამეთუ იცოდეს ღმერთი ჭეშმარიტი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის