თარგმანი: აჰა ქადაგებაჲ წმიდისა სამებისაჲ; ვითარ ძისა მიერ მოცემითა სულისაჲთა მივეახლებით მამასა. ხოლო "ერთითა სულითა" ესე არს, რამეთუ მადლსა ამას შინა ქრისტეს მიერისა ცხოვნებისასა არარაჲ უმეტესი მიეცა ჰურიათა, პირველ უმახლობელესობისათჳს, არცა უდარესი — წარმართთა, პირველ შორიელობისათჳს; არამედ სწორებით ვცხოვნდით მოღებითა მისვე და ერთისა სულისაჲთა.
ეფესელთა მიმართ 2:18
17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;
ეფესელთა მიმართ თავი 2