მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:19

18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,
ეფესელთა მიმართ თავი 2
19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა (2,19).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთა მიმართ არს, რომელნი-იგი პირველ უცხო და მწირ სახელ-იდებოდეს ჰურიათა მიერ, ხოლო აწ ესოდენ პატივ-იცნეს ვიდრეღა არა ხოლო ლიტონსა თანა შეერაცხნეს ერსა ჰურიათასა, არამედ თანამოქალაქე იქმნეს წმიდათა მკჳდრთა ზეცისა იჱრუსალემისათა, და მათ თანავე სახლეულ ღმრთისა ექმნნეს აბრაჰამს და მსგავსთა მისთა, ჭეშმარიტთა მათ მოქალაქეთა ზეცისა იჱრუსალემისათა.

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ზეგარდამო ხსნა და ჭეშმარიტი ნათესაობა:

...სხვა ჭეშმარიტი ნათელი გვაქვს, სხვა სამშობლო, და სხვა მოქალაქენი და ნათესავნი. ამიტომაც ამბობდა პავლე: „მაშ, უცხონი და მწირნი კი არ ხართ, არამედ წმინდანთა თანამოქალაქენი“7 ().

მაშ როგორ, ამბობს ვინმე, ქრისტემ სამარიტელზე თქვა, რომ მოყვასი იყო, თუმცა მათ შორის დიდი შუალედი არსებობდა? მაგრამ ეს ბუნებითი ნათესაობის აზრით კი არ უთქვამს. ამიტომ, როცა კეთილის გაკეთებაა საჭირო, ყოველი ადამიანი ახლობელი იყოს შენთვის; ხოლო როცა ჭეშმარიტების საკითხი გამოიცდება, მაშინ თავისიანი და უცხო გაარჩიე. თუნდაც ერთი მამისა და ერთი დედის ძმა გყავდეს, თუ იგი ჭეშმარიტების წესით შენთან თანაზიარებაში არ არის, შენთვის სკვითზე უფრო ბარბაროსი იყოს. ხოლო თუნდაც სკვითი იყოს, თუნდაც სარმატი, თუ სწავლებათა სიზუსტე იცის და იმას სწამს, რაც შენ თვითონაც გწამს, იგი ერთსა და იმავე დედისგან შობილზე უფრო თავისიანი და ახლობელი იყოს შენთვის; და ბარბაროსიცა და არაბარბაროსიც აქედან გავარჩიოთ...

სრულად ნახვა