მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:7

6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;
ეფესელთა მიმართ თავი 2
7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ, სიტკბოებითა ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ (2,7).:

თარგმანი: რაჲთა ყოვლად სარწმუნო ყოს ძნიად მისათუალველი ქრისტეს თანა დასხდომაჲ ჩუენი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ჩუენდა მომართისა სიტკბოებისათჳს მიყოფს ჩუენ ამას, არამედ რაჲთა დაუვიწყებელ საჴსენებელ ყოს ჩუენ ზედა ქმნილი ესე ქველისსაქმე, მომავალთა ჟამთათჳს, რომელ არიან დაუსრულებელნი საუკუნენი. ამისთჳს არა ქრისტესამდე ოდენ მიაწევს სიმდიდრესა სიტკბოებათა თჳსთასა, არამედ მისგან სიტკბოებით ჩუენ ზედა, რომელთა გურწამს მისსა მიმართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის