მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:8

7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.
ეფესელთა მიმართ თავი 2
8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს (2,8).:

თარგმანი: მადლით გამოჴსნა არს მოტევებაჲ პირველ გარდასრულთა ბრალთაჲ, რომელი-ესე მოგუემადლა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ, რაჟამს გურწმენა ქრისტეს მიმართ, და გამოვიჴსნენით მის მიერ მონებისაგან ეშმაკთა და ვნებათაჲსა. ხოლო თჳთ სარწმუნოებაჲ იგი, მომატყუებელი ყოველთა კეთილთაჲ, არა თავით თჳსით მოვიგეთ, არამედ ღმერთმან მოგუანიჭა.

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულიწმიდის შეწევნა სარწმუნოების საქმეში:

...აი, კორნილიუსის შემთხვევაშიც იხილე ეს: მას ეს თავისთავად არ უპოვია, არამედ ღმერთმა მოუწოდა, რადგან მან წინასწარ საკუთარი თავი ღირსად მოამზადა. სწორედ ამიტომ პავლეც, როცა რწმენაზე საუბრობდა, ამბობდა: „და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:“ (). თუმცა იგი სათნო საქმეებში შენს წვლილს სრულიად არ აუქმებს. რადგან თუ მიზიდვა და მოყვანა მისია, მაინც მორჩილ სულსაც ეძებს და მაშინ თავისგან მომდინარე შემწეობასაც აძლევს. ამიტომაც პავლე სხვაგან ამბობს: „რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან“ (). რადგან ჩვენი სათნოებისა და ცხონების საქმეები იძულებით არ აღსრულებულა. მაგრამ, თუმცა უმეტესი მისგანაა — თითქმის ყოველივეც კი — მაინც ჩვენც დაგვიტოვა მცირედიც, რათა გვირგვინთა საბაბიც კეთილსახოვნად წარმოჩნდეს.

სწორედ ამიტომ პავლემ, როცა თქვა: „ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ“ (...

სრულად ნახვა