მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:6

5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
ეფესელთა მიმართ თავი 2
6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ (2,6).:

თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე არს თავ გუამისა ჩუენ ყოველთაჲსა, ამისთჳს უეჭუელ არს, ვითარმედ აღდგომასა მისსა თანა აღდგომილ ვართ, ასონიცა ესე მისნი, და მუნვე დასხმულ, სადა-იგი მან თავადმან დასუა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რომლისათჳს მოწაფეთა ეტყოდა: დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა, განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. და კუალად იტყჳს: მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, მუნცა - მსახურნი ჩემნი.

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...იბაძვა არ შეგვეძლებოდა. „მე ვმბრძანებლობ ანგელოზებზე, — ამბობს, — და შენც — პირველნაყოფის მიერ". „მე სამეფო ტახტზე ვზივარ; და შენც ერთად ზიხარ — პირველნაყოფის მიერ; „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ () — ამბობს". „გცემენ თაყვანს ქერუბიმნი და სერაფიმნი, ყოველი ანგელოზებრივი ძალა — მთავრობანი, ხელმწიფებანი, ტახტნი, ბატონობანი — პირველნაყოფის მიერ". ნუ აბრალებ სხეულს, რომელიც ასეთ პატივს ზიარდება, რომელსაც უხორცო ძალნიც კი ეთრთოლებიან.

მაგრამ რა ვთქვა? „არა მხოლოდ ამათ მიერ ვაცხადებ სიყვარულს, არამედ — იმათ მიერაც, რაც გადავიტანე". „შენთვის შემაფურთხეს, ცემა მომაყენეს, დიდება დავაცარიელე, მამა დავტოვე და შენთან მოვედი — შენთან, რომელსაც ვძულდი, შენთან, რომელიც პირს მაქცევდი და ჩემი სახელის სმენაც არ გნებავდა; გედევნე და გამოგეკიდე, რათა შენ შეგპყრო; შეგიერთე და ჩემს თავთან შეგაერთე; „მჭამე, — ვთქვი, — მსვი"...

სრულად ნახვა