მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:12

11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.12. რათა სრულეყო წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
ეფესელთა მიმართ თავი 4
12. რათა სრულეყო წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა (4,12).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე ესე განყოფაჲ მადლთაჲ ნუმცა ვისთჳს საშურველ არს უდიდესი, ნუცა შეურაცხ — უმცირესი; რამეთუ სწორებით ყოველნივე არარაჲსა სხჳსათჳს მოცემულ არიან, თჳნიერ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — აღსავსებელად წმიდათა; რამეთუ წმიდად უწოდს კრებულსა ეკლესიისასა, რომელთა აღსავსებელად და სამსახურებელად იქმნების ყოველივე; და რომლისადა უდიდესი მიცემულ არს, საქმედ მსახურებისა მიცემულ არს. ამისთჳს ნუმცა ვისგან საშურველ არს; და რომლისადა —უმცირესი, ნუცა იგი შეურაცხ-საყოფელ არს, რამეთუ სწორებით საჴმარ არიან დიდნი და მცირენი აღსავსებელად და სამსახურებელად და აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, რომელ არს ეკლესიაჲ, შესაკრებელი მორწმუნეთა კრებულისაჲ. ამისთჳს, რაოდენცა ვის უმეტესი აქუს მისგანი, ეგოდენ უმძიმესი ზედა-აც ტჳრთი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის