თარგმანი: საშინელ არს სიტყუაჲ ესე: ვითარ ყოვლითა სიმპალითა სიტყჳსაჲთა და უკრძალველობითა ენისაჲთა შეწუხებაჲ იქმნების სულისა წმიდისაჲ! ამისსა შემდგომად ქველისმოქმედებასაცა მოგუაჴსენებს სულისა წმიდისასა, რომლითა აღიბეჭდენითო დღესა მას გამოჴსნისასა, რომელ არს დღჱ წმიდისა ნათლისღებისაჲ, რაჲთა ამის ნიჭისაგან შევიკდიმოთ და არარაჲთ შევაწუხოთ აღმბეჭდველი ჩუენი და განმათავისუფლებელი თანანადებისაგან ბრალთა პირველ ქმნულთაჲსა.
ეფესელთა მიმართ 4:30
29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
ეფესელთა მიმართ თავი 4