თარგმანი: ვინაჲთგან არა ყოველნი შვილნი ებაძვებიან მამასა, არამედ საყუარელნი ოდენ, ამისთჳს, ვითარცა შვილთა საყუარელთა, ეგრეთ გჳბრძანებს მიმსგავსებად ღმრთისა, რომელი-ესე ოდენ მარტოდ კმა არს სასყიდლად კე-თილთა მოქმედებისა, დაღათუმცა არცა ერთი რაჲ სხუაჲ იყო მისაგებელი. ამისსა შემდგომად ყოვლად უმსგავსოსა და უსწოროსა სახესა წინა-გჳყოფს — ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისასა, რამეთუ მან მტერნი შემიყუარნა, ხოლო აქა — მოყუასთა ჩუენთა ოდენ შეყუარებასა გუამცნებს. და მან სიყუარულისა ჩუენისათჳს სიკუდიდ მისცა თავი თჳსი, ხოლო ჩუენ უჭირველად ძალ-გჳც შეყუარებაჲ ძმათაჲ, უკუეთუ ოდენ გუენებოს. ხოლო უკუეთუ ესე რაჲთ ვყოთ, რომელ მტერნი შევიყუარნეთ, მაშინ ვიქმნებით სრულებით მიმსგავსებულ ქრისტესსა — მსხუერპლ ღმრთისა სულად სულნელად.
ეფესელთა მიმართ 5:2
1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
ეფესელთა მიმართ თავი 5