თარგმანი: ზემოსა მას თავსა შინა ჯეროვნად წარმოთქუა გულისწყრომისათჳს და რისხვისა, სიმწარისა და სხუათა მიმდგომთა მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა. ამითვე წესითა, შჯული პირველად ამას იტყჳს: "არა კაც-ჰკლა" (), რომელი გულისწყრომისა ნაყოფ არს, და მერმეღა — "არა იმრუშო" (), რომელი გულისთქუმისა ნაშობ არს; ხოლო ამათგან კრძალვაჲ და ძირითურთ აღმოფხურაჲ ამათი — არა ხოლო მსგავსებისა წმიდათაჲსა, არამედ თჳთ წმიდა-ქმნისაცა მომატყუებელ არს.
ეფესელთა მიმართ 5:3
2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.
ეფესელთა მიმართ თავი 5