მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:24

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
ეფესელთა მიმართ თავი 5
24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესსა, ეგრეცა ცოლნი — თჳსთა ქმართა ყოვლითავე (5,24).:

თარგმანი: ვინაჲთგან შესაკრებელსა შინა ეკლესიისასა იპოებიან ვიეთნიმე ურჩთაცაგანნი, ამისთჳს მორჩილთა მათ ოდენ ქრისტესთა უწოდს სავსებად ეკლესიისა, და ვითარცა ერთგუამობით დამორჩილებულსა ქრისტესსა, ესრეთ სახედ მისცემს მათ ცოლთა მორჩილებისათჳს ქმართაჲსა, არამედ შენ, კაცო, გნებავს თუ, რაჲთა ვითარცა უფალსა გმორჩილობდეს ცოლი, შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარცა ქრისტემან — ეკლესიაჲ, რაჲთა მზა იყო თავს-დებად, დაღაცათუ რაჲმე გევნებოდის მისთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ შენ ნუუკუე და მოყუარისა და მორჩილისა შენისათჳს გეტყჳ თავსდებად, რაჲ-იგი ქრისტემან თავს-იდვა ეკლესიისათჳს, მტერისა და მლტოლვარისა მისგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის