მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:25

24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
ეფესელთა მიმართ თავი 5
25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა ყოს (5,25-26).:

თარგმანი: "წმიდა-ყოფითა" ამით ცხად არს, ვითარმედ არაწმიდა იყო იგი, რომელი განწმიდა ქრისტემან ვნებითა თჳსითა, არამედ არა აყუედრა მას ქრისტემან პირველი არაწმიდებაჲ, შემდგომისა მისთჳს განწმედისა, ეგრეთვე შენ, ვითარიცა მიიყვანო ცოლი, ნუ აყუედრებ პირველთა საქმეთა, უკუეთუ ოდენ მიერითგან წმიდად დაგიმარხოს თავი თჳსი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის