მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:6

5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
ეფესელთა მიმართ თავი 5
6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქუს მკჳდრობაჲ სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა (5,5-6).:

თარგმანი: ნუუკუე და იყვნეს ვინმე ეფესელთა შორის მეტყუელნი ესრეთ, ვითარმედ: ენება ღმერთსა, რაჲთა მცირეთაგან კრძალებითა დიდთაგან განგუაყენნეს, თუ არა, ვითარმცა თანამდებ გეჰენიისა გუყვნა სიტყუამან ამან, ვითარმედ: "ცოფ"? ანუ ვითარმცა კერპთმსახურება იყო ანგაჰრებაჲ? — ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სასოებითა, რამეთუ არა არს ტყუვილ სიტყუათა შინა ქრისტესთა; ამისთჳს ყოველი, რომელი მას უთქუამს სასუფეველისაგან განმთხეველად და გეჰენიად მიმყვანებელად, უკუეთუ არა სწორებით განეყენნეთ ყოველსა, დიდსა და მცირესა, საქმით სცნათ აღსრულებაჲ სიტყუათა მისთაჲ, მაშინ ოდეს არღარას გერგებოდის მიყვანებულთა გეჰენიად, და განვრდომილთა მკჳდრობისაგან სასუფეველისა, რომელი-იგი ქრისტესი არს, ამისთჳს, რამეთუ განჴორციელებითა მისითა გუეხარა სასუფეველი ცათაჲ, ხოლო ღმრთისაჲ — ამისთჳს, რამეთუ ზოგადი არს ყოველივე სრულებაჲ და უნაკლულოებაჲ კეთილთაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, სამგუამოვნისა ერთღმრთეებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის