მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:7

6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
ეფესელთა მიმართ თავი 5
7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. ნუ უკუე იქმნებით მსგავს მათდა (5,6-7).:

თარგმანი: გინათუ სიძვისათჳს და არაწმიდებისა, გინათუ ესევითართა მათ სიტყუათათჳს, რომელნი ზემო ვთქუენით, რაჟამს ბოროტად გარ-დაჰგულარძნიდენ სიტყუათა ღმრთისათა, მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელთა-იგი ნაშობ ურჩებისა ამისთჳს უწოდა, რამეთუ ურწმუნოებით გარდასდრეკენ სიმართლესა შჯულთა საღმრთოთასა, რომელთა მსგავსებისაგან სივლტოლად გუამცნებს მოციქული.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის