თარგმანი: პირველთა მათ წარმართობისა ქცევათა მათთა მოაჴსენებს, რამეთუ საქმეთა ბნელისათა მოქმედსა ბნელ ეწოდების, ვითარცა-იგი კუალად სათნოებისა მუშაკსა ნათელ ჰრქჳან, მოღებითა ჭეშმარიტისა მისგან ნათლისა, რომლისა შვილთა ესრეთ შუენის მოქალაქობაჲ, რაჲთა არარას ჰყოფდენ შეუტყუებელსა მისისა ძეობისასა.
ეფესელთა მიმართ 5:8
...ავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს, ადამიანმა სიბნელისაგან თავის დასაღწევად სანთლები უნდა მოძებნოს, ამ დროს იგი თავისი ნებით ხდება სინათლის ან სიბნელის მატარებელი. პავლე მოციქული ქრისტიანებს ასწავლის: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ (). ნათელი საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ, რა არის სათნო ღვთისათვის და რა არა. ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.
პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშობლებს შვილები ყოველ მიზეზს გარეშე ტაძარში მიჰყავდათ. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა ჰქონდა. დღეს ეს ყოველივე მოშლილია და აღდგენას საჭიროებს. სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს...