თარგმანი: სიტყუაჲ ესე არა პირველად წერილ არს აღთქუმათა შინა მეორისა შჯულისათა, რამეთუ უწინარეს ამისსა არიან: "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), არამედ ესენი — განყენებანი ოდენ არიან ბოროტისაგან და არა მოქმედებანიცა კეთილისანი. ამისთჳს შემდგომად მათსა წერილსა — პირველობაჲ მისცა მოციქულმან, ვითარცა მაწუეველსა კეთილთა მოქმედებისასა, და მის თანავე მქონებელსა აღთქუმისასა, ვითარმედ: "ესე თუ ჰყო, იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა". იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვინაჲთგან ჩჩჳლთა მიმართ უსრულთა მეტყუელებს, არა აღუთქუამს მათ დიდთა რათმე, ვითარ-იგი არს სასუფეველი ცათაჲ, არცა აღაბაძვებს მსგავსებად ქრისტესსა, ვითარ-იგი უყო ქმართა და ცოლთა, არამედ სძესა ასუამს, შემსგავსებულად ჰასაკისა მათისა, რამეთუ, რაჲ უსაწადელეს არს ყრმათადა, ვითარ დღეგრძელებაჲ ქუეყანასა ზედა! ამისთჳს ესოდენსა ეტყჳს, რაოდენსა შემძლებელ არიან დატევნად.
...რადგან როცა ქალწულებაზე საუბრობს, მათ მომავალ სიკეთეებზე არაფერს ეუბნება, არამედ მხოლოდ ქორწინებიდან მომდინარე მწუხარებათაგან გათავისუფლებას უდებს წინ; და როცა მშობლების პატივისცემაზე ლაპარაკობს, იმავე ხერხს იყენებს და ასე ამბობს: „რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა“ (). რომელია ეს მცნება? „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ () და „რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ როცა მტრებისადმი სულიერ სიბრძნეზე წერს, კვლავ გრძნობად საზღაურს უდებს წინ და ამბობს: „რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა“ (). ხოლო ქრისტე ასე არ იქცევა, რადგან ის უძლურებს არ ესაუბრება: ქალწულების ღვაწლისთვის სასუფეველს უდებს წინ, მტრების სიყვარულისთვის კი — ღმერთს დამსგავსებას, რამდენადაც ადამიანებისთვის დამსგავსება შესაძლებელია.
ამ...