თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "გიყუარდენ შვილნი", რამეთუ ამას თჳთ ბუნებაჲ ასწავებს, არამედ: ნუ განარისხებთო. ესე იგი არს: "ნუ განაგდებთ ნუცა უმკჳდრო ჰყოფთ მამულისა სამკჳდრებელისაგან", რომელი-ესე ესრეთ იქმნების, რაჟამს სილაღით და რისხვით, ვითარცა მონათა უბრძანებდეთ, და არა იშჳთ და რიდობით, არამედ ურიდად და ზედაჲსზედა ჰრისხვიდეთ. ესრეთ აიძულებთ მათ განრისხებად და განვრდომად მამულისა სამკჳდრებელისაგან. ამისთჳს პირველად სულიერი და საღმრთოჲ მოძღურებაჲ ასწავეთ, რაჲთა სულიერისა მიერ განსწავლისა და ღმრთისმოშიშებად განკრძალვისა, ჴორციელთაცა საქმეთა შინა ფრთხილ და მოშიშ და მორჩილ თქუენდა ჰყვნეთ იგინი.
ეფესელთა მიმართ 6:4
3. რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;
ეფესელთა მიმართ თავი 6