1.შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.2.„პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -3.რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.4.თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.5.მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;6.არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.7.კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.8.იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.9.თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.10.და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.11.შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,12.რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.13.ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.14.მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,15.ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.16.ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,17.აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.18.ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,19.ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,20.რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.21.ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური,22.რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები.23.მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.24.მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
მოციქულისაჲ: ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ (5,22-23).
თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა...
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა (6,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემოსა თავსა შინა კეთილად განაწესნა თითოეული თჳსითა წესითა, და დასასრულსა სიტყჳსასა ამით შეაძრწუნნა უფალნი მონათათჳს, ვითარმედ: "ნუ გგონიეს, თუმცა შენ თუალ-გახუნა ღმერთმან უფლებისათჳს, და არა შური იძია შენგან უწყალოებისათჳს მონათაჲსა, ამისთჳს აწ ყოველთა ზოგად ნუგეშინის-სცემს და განაძლიერებს წყობად წინააღმდგომისა, სასოებითა უფლისაჲთა, რამეთუ თჳნიერ ყოვლადძლიერისა...
მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენითიგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა (ეფეს. ვ, დ).
თვით ამ სიტყვებითგან ჰსჩანს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რა საგანზედ განვიზრახეთ ჩვენ დღეს უბნობა თქვენთანა. აწინდელი სიტყვა ჩვენი თქვენთანა იქმნება მას ზედა, თუ ვითარ უნდა ზრდიდენ მშობელნი ქრისტიანენი მცირეწლოვანთა შვილთა თვისთა. ვგონებ, რომ თქვენც გრძნობთ, რა დიდი საგანი არის ეს და რა სახით არის საჭირო, რომ ქრისტიანე ხშირად ჰფიქრობდეს მას ზედა. პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა,...
აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთწინადადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ,რათა სდგეთ, (ეფესელთა 6, 13).
დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რომ ცხოვრება ჩვენი ქვეყანასა ზედა, არის ბრძოლა, მოღვაწეობა, ჭიდაობა; სოცოცხლე ჩვენი გარემოცული არის მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ; დიდი ღონე, სიმტკიცე და თავის გამომეტება გვმართებს ჩვენ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. თუ...