თარგმანი: ვინაჲთგან არა ხოლო მონანი უფალთა, არამედ უფალნი მონათაცა ჰმსახურებენ, რამეთუ წინა-მოუმზადებენ მათ საზრდელსაცა და სამოსელსა, ამისთჳს მასვე ზემოწერილსა თუალუხუავობასა და სისწორესა უხუებისასა ეძიებს ამათგანცა, ხოლო შიშსა და ძრწოლასა, დაღათუ არა მონათა მიმართ, არამედ ღმრთისა მიმართ ქონებად ამცნებს.
8. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.9. თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
ეფესელთა მიმართ თავი 6