...ეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, და ლოცვითა ბერთა ჩუენთაჲთა სრულ-იქმნა თარგმანებაჲცა მოციქულთა საქმისაჲ, აწ ახლად თარგმნილი ბურძულისა ენისაგან, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს — "არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნი და გომორელნი ვიქმნენით და მივემსგავსენით" () — ეგრეთვე მე, არაწმიდაჲ ესე, ვიტყჳ ვითარმედ: არათუმცა ლოცვაჲ წმიდათა მამათა ჩუენთაჲ და სიტყუაჲ და სწავლაჲ მათი ქმნილ იყო საჭეთმპყრობელ და მმართებელ, არარაჲმცა კეთილი სრულ-იქმნა ჩემ. სახისა სულით და ჴორცით მწინკულევანისაგან, ვინაჲცა, რაჟამს მომადლებითა ბერისა საბაჲს ლოცვათაჲთა მომმადლა ღმერთმან საფარველი წმიდისა მამისა ჩუენისა ბერისა ანტონისი, რაჲთა არა სრულიად ობოლ ვიქმნე შემდგომად მისა, მაშინ ამისითა ბრძანებითა უპირატეს უკუე სამოციქულოთა პავლეს ებისტოლეთა და კათოლიკეთა თარგმანი ვთარგმნე, ვითარცა უსაჭიროესთაჲ. ამისსა შემდგომად საქმისა მოციქულთაჲსა თარგმანებაჲ რეცა მძიმედ აღმიჩინა ეშმაკმან. არამედ ცუდ-ყო უფალმან სივერაგე მისი, და ვითარცა საკრველითა, ეგრეთ მიპყრა ბერმან ანტონი, და არა მიტევა უსრულად დატევებაჲ ამისი. და მას თანა-ეწამნე...
ესაია 1:9
8. დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.9. ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
ესაია თავი 1