მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 1:10

9. ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!11. რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!
ესაია თავი 1
10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).:

...ით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“ რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯისა კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან?“ (7,51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...დ ქადაგებისა მის. რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? გარნა ესე, ვითარმედ არა საქმესა მას ხედვიდა, რომელსა გარეშე იქმოდეს, არამედ დაფარულსა გონებისა მათისასა განიცდიდა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და ზუაობასა მათსა და სიქადულსა დაამჴობდა, ვითარცაიგი პირველ ესაია ქმნა, რომელი-იგი მთავრად სოდომელთა უწესს მათ და ერად გომორელთა. და სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „არა შვილნი ჰინდოთანი თქუენ ხართა?“ და ყოველნივე ესრეთ აყუედრებენ მათ. არამედ წინაწარმეტყუელნი ცოდვასა შინა ყოფისა მათისათჳს იტყოდეს ესევითარსაო, ხოლო აქა მოქცევასა შინა იხილვებიან და სარწმუნოებასა, რაჲსათჳს უკუე ესრეთ იტყჳს? ვითარცა ვთქუ, დაფარულსა მას გონებათა მათთასა ხედავს და ყოფადსა მას მათ მიერ ქრისტეს მიმართ განდგომილებასა მოასწავებს, ხოლო აწინდელსა ამას საქმესა ზედა არა აბრალებს, არამედ უფროჲსად აქებს მოსლვასა მას მათსა ნათლის-ღებად, რამეთუ არა თუ ესრეთ ჰრქუა, თუ: რად მოხუედით ჩემდა, არამედ უფროჲსად უკჳრს მოსლვაჲ იგი, თუ ვითარ უძლეს ფრიადისა მის უკეთურებისაგან განფრთხობად და სინანულისა მოჴსენებად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲ არს საკჳრველი ესე, ვითარ თქუენ მოიგონეთ მოსლვაჲ სინანულად, ნაშობნო იქედნის მსგავსთა მათ მშობელთანო და აღზრდილნო ყოვლითა...

სრულად ნახვა