...ოეღვარა; ამიტომ, როგორც უკარო სახლმა ვერ შეინარჩუნა შიგნით დადებული საუნჯე, ფარისეველიც უცებ გაღატაკდა. დააკვირდი სხვასაც, რომელიც ამგვარადვე დიდმეტყველებით იღუპება. რადგან მან თქვა: „ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი“ (). იუდეველები კი, იმის გამო, რომ მოყვასის უბედურებებით ხარობდნენ, ერთგან ისმენენ: „მათ წილ, რომელ მოსცხრებოდეთ წმიდათა ზედა ჩემთა, რამეთუ შეიგინა და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რამეთუ უჩინო იქმნა“ (); ხოლო სხვაგან საყვედურდებიან, რადგან დრტვინავდნენ და ამბობდნენ: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან“ (). და კიდევ: „და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი“ (). ნუთუ, აჰა, ეს ყოველივე წიგნში არ არის დაწერილი?
სხვები დრტვინვის გამო დაიღუპნენ, როგორც პავლე ამბობს: **„ნუცა ვდრტჳნავთ...