მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 50:3

2. რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი? მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან.3. მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.4. უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.
ესაია თავი 50
3. მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე — სისხლად, პირველ მოწევნადმდე დღისა მის უფლისა, დიდისა და განჩინებულისა (2,20).:

...მოსლვისასა მას ყოფად განჩინებულსა დამოცჳვნებასა მნათობთასა, ჯუარ-ცუმასა უფლისასა ქმნილმან მზისა დაბნელებამან, ხოლო მთოვარისა სისხლად გარდაქცევაჲ, დაღაცათუ მახარებელთა მიერ არა აღწერილ არს, არამედ სარწმუნო არს ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: "შევჰმოსო ცასა ბნელი და დავდვა ვითარცა ძაძაჲ შესამოსელი მისი" (). ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ უკუეთუ ცაჲ დაბნელდა, ნუ-უკუე და მთოვარეცა აჩუენებდა ნიშსა რასმე ვნებისასა გარეგან წესთა თჳსთა, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა თანა ევნებოდის ვნებასა მას ზედა ყოველთა დამბადებელისასა.

და კუალად ესევე მზისა გარდაქცევაჲ ბნელად და მთოვარისაჲ - სისხლად, ჟამთა მათცა იქმნა ჰურიათა ჰრომთა მიერ წარტყუენვისათა, ვითარ-იგი მრავალსა რას ესევითარსა მოგჳთხრობს მათთჳს იოსიპპოს, რაჟამს-იგი ზეცით და ქუეყანით იმხილებოდეს ნიშებითა და სასწაულებითა და სიმრავლისაგან განსაცდელთა მათთაჲსა ვერცაღა მნათობთა განიცდიდეს, არამედ ყოველივე ბნელ იყო მათთჳს: ღამე — უკუნ, და დღე — უწყუდიადეს ბნელისასა. და ესე იყო ცოცხალთათჳს,რამეთუ მკუდართა ყოველთათჳსვე ცხად არს, ვითარმედ არცა მზისა, არცა მთოვარისა, გინა ვარსკულავთა ნათელი ჰნათობს მათ. ესე ყოველი ეყო ჰურიათა უწინარეს საუკუნოჲსა მის საშჯელისა, რომელსა უწოდს დღედ უფლისა; დიდად ამისთჳს, რამ...

სრულად ნახვა